"Legal Service Group" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 700-დან 1000 ლარამდე (ზრდადი) სრულ განაკვეთზე 10:00-19:00სთ. 400-დან 700 ლარამდე ნახევარ განაკვეთზე 14:00-19:00სთ
სამუშაო გრაფიკი: სრული ან ნახევარი განაკვეთი ორშაბათი-პარასკევი (დისტანციური მუშაობა არ განიხილება)
ძირითადი მოვალეობები:
** ციფრული მედია-არხების (Facebook, Instagram, Twitter, Youtube, TikTok) განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მართვა და მონიტორინგი;
** მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ანალიზი და შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა;
** სოციალურ მედიაში სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
** სოციალური გვერდებისთვის და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალის: პოსტი, ვიდეო, გიფი, სიუჟეტი და ა.შ. ინფორმაციის დიზაინერებთან ერთად მომზადება და განთავსება;
** ბრენდის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** სოციალური მედიის კონტენტის კალენდრის დაგეგმვა;
** სხვადასხვა ვიდეოების და პოსტების ბიუჯეტირება და დარეკლამება;
** სხვადასხვა აქტივობასთან დაკავშირებით სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** Google Sheets, Google Docs, Bitrix24 crm, Amocrm ცოდნა.
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტაცია
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: legalservicegroup511@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სოციალური მედიის მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებებს!