www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: გრავიტა
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

"გრავიტა" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი :TGM0000943
ადგილმდებარეობა :თბილისი
კატეგორია: ინჟინერია/არქიტექტურა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 5 წელი, ინჟინერია/არქიტექტურა;
** განათლება: ხარისხი - ბაკალავრი;
** ენები: ქართული - ძალიან კარგი; რუსული - საშუალო; ინგლისური - საშუალო.

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დამატებითი მოთხოვნები: სამშენებლო პროექტის წაკითხვის/გარჩევის გამოცდილება და უნარები.

სამუშაოს აღწერა:

** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების განსაზღვრასა და იმპლემენტაციაში მონაწილეობა;
** ახალი პროექტების დამუშავება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შედგენა;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული და კომერციული პროექტების მართვა;
** პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესების კოორდინაცია;
** შეხვედრების ორგანიზება და საკონფერენციო ოთახების გამზადების უზრუნველყოფა;
** პროექტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ოქმის შედგენა და შემდგომი პროგრესის კონტროლი;
** შემოსული დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და შესაბამისი პირების ინფორმირება;
** სხვადასხვა დოკუმენტაციისა და რეპორტების წარმოება;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია და ყოველთვიური ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება;
** შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/943

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |