www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Professional Legal Consulting
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / განცხადების ვადა: 19 მარტი

"Professional Legal Consulting" - აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული კლიენტების მომსახურების იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მომსახურება;
** სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების შედგენა და მათ განხილვაში მონაწილეობის მიღება;
** ხელშეკრულებების სამართლებრივი შეფასება;
** იურიდიული კუთხით რისკების იდენტიფიცირება და მათი პრევენცია, შემცირება;
** კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის, ლიცენზიების ან სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება;
** შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების შედეგნა და კონსულტაციები.
** სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
** ბრძანებების, ინსტრუქციების პროექტების მომზადება;
** სხვადასხვა სახის წერილებისა და განცხადებების მომზადება;
**
სავალდებულო მოთხოვნები:

** დაიშვებიან იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტები, თუ აქვთ მინიმუმ 6 (ექვს) თვიანი პრაქტიკა და გამოცდილება ზემოაღნიშნული ძირითადი მოვალეობების შესრულების მიმართულებით.
** უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებისათვის ზემოაღნიშნული ძირითადი მოვალეობების შესრულების მიმართულებით მინიმუმ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სტანდარტული საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** აქტიური, ინიციატივის გამოვლენის უნარი;
** შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული;
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.

ანაზღაურება საგამოცდო პერიოდში 500 ლარამდე (ნეტ), საგამოცდო ვადის შემდეგ 800 ლარამდე (ნეტ).

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ: ავტობიოგრაფია-CV, ფოტოსურათით (3x4) შემდეგ მისამართზე: hr@proconsulting.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ ელ.ფოსტის სათაურში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა - 2021 წლის 19 მარტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |