www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Big Data დეველოპერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას Big Data დეველოპერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC5410
ადგილმდებარეობა: სათაო
მოქმედების ვადა: 05.03.2021
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა:

თიბისი ბანკის ეჯაილ გუნდში ვეძებთ Big Data დეველოპერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე, გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ვის ვეძებთ:

თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული დეველოპერი, გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!

შენ დაგევალება:

** რეალური დროის და ისტორიული მონაცემების დამუშავება
** მონაცემთა მოდელების შექმნაში მონაწილეობა
** ანალიტიკური ჯგუფის მიერ აღწერილი სტატისტიკური მოდელების იმპლემენტაცია
** Big Data გარემოში ETL-ების აწყობა
** არსებულ იმპლემენტაციებში ცვლილების შეტანა/შეცდომების გასწორება

უნდა გქონდეს:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში
** რეალაციური (SQL) და არა რელაციური (NoSQL) მონაცემთა ბაზების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
** ETL ინსტრუმენტების ცოდნა და მათი გამოყენების გამოცდილება
** სხვადასხვა ტიპის მონაცემთა მოდელების და სტრუქტურების შექმნის ცოდნა და გამოცდილება
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** გუნდში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელობა
** ინიციატივიანობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

კარგი იქნება, გქონდეს:

** Hadoop-ის არქიტექტურის და HDFS-ის ცოდნა
** მონაცემთა მოდელირების Data Vault 2.0 არქიტექტურის ცოდნა
** Scala, Java, Python ან R დაპროგრამების ენების ცოდნა
** Big Data ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება: Spark, MapReduce, Hive, Kafka და ა.შ.
** ETL ინსტრუმენტების გამოყენება Big Data გარემოსთვის
** Docker კონტეინერებთან მუშაობის გამოცდილება

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი
განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/5410



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |