www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Legal Service Group
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / განცხადების ვადა: 19 მარტი

"Legal Service Group" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი. სრული განაკვეთი 10:00-19:00 სთ. ნახევარი განაკვეთი 14:00-19:00სთ.
ანაზღაურება: სრული განაკვეთი 800-1200 ლარი (ხელზე ასაღები. გამოსაცდელი 3 თვის გასვლის შემდეგ ზრდადი). ნახევარი განაკვეთი 14:00-19:00 სთ 400-700 ლარი (ხელზე ასაღები. გამოსაცდელი 3 თვის გასვლის შემდეგ ზრდადი)

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** სასამართლო წარმომადგენლობა
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
** ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმისწარმოება
** ფიზიკური პირების ადვოკატირება სასამართლოში
** სხვადასხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება. (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით).
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (იგულისხმება კორპორატიულ იურისტად მუშაობა და არა სტაჟიორად)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (სავალდებულოა). დამატებითი კვალიფიკაცია ბავშვთა უფლებების დარგში (ჩაითვლება უპირატესობად)
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა)
** მართვის მოწმობა (ჩაითვლება უპირატესობად)

საჭირო პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის გამოცდილება.
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: legalservicegroup511@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |