სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.
კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას კომპენსაციებისა და ბენეფიტების სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მასშტაბით სახელფასო სისტემის პროგრამული მართვა;
** შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და პროგრამული უზრუნველყოფა;
** Payroll-ის ფაილის პროგრამული დამუშავება და დაანგარიშება ყოველთვიურად;
** არსებული საბონუსე სქემის შესაბამისად, ინფორმაციის დამუშავება, დაანგარიშება და გადარიცხვისთვის მომზადება;
** თანამშრომელთა დაზღვევის სისტემაში ჩართვა, მონაცემთა დამუშავება და პერიოდული რეპორტების წარმოება;
** HR პროგრამაში ასახული ცვლილების მუდმივი მონიტორინგი;
** მონაცემთა ბაზის ანალიზი, რეპორტინგის წარმოება, სხვადასხვა საჭიროების შესაბამისად, ადამიანური რესურსების მართვისა და ფინანსური დეპარტამენტებისათვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** დიდი მოცულობის ბაზებთან მუშაობის და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** HR პროგრამა Vabaco-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2021 წლის 5 მარტამდე ელექტრონულ ფოსტაზე jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კომპენსაციებისა და ბენეფიტების სპეციალისტი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/
გისურვებთ წარმატებას!