www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** არსებული კატეგორიის ბაზრის ანალიზი;
** სამომხმარებლო მოთხოვნის შესწავლა და მოთხოვნის შესაბამისი მიწოდების უზრუნველყოფა;
** კონკურენტების ფასების მუდმივი ანალიზი;
** მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკების პროცესში ჩართულობა;
** მომწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესის კოორდინირება;
** მოცემული კატეგორიის პროდუქტებისთვის ფასწარმოქმნის უზრუნველყოფა;
** კატეგორიის და პოზიციების მომგებიანობის რეგულარული ანალიზი;
** აქციების დაგეგმვა-ორგანიზებაში ჩართულობა;
** დეპარტამენტის საქმიანობისთვის აუცილებელი ანგარიშების რეგულარულად წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების/გაყიდვების/ანალიტიკის მიმართულებით;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ძლიერი ანალიტიკური და მენეჯერული უნარ-ჩვევები;
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:

ლოკაცია: ქ.თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ. #39/41.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 მარტი, 2021 წელი.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |