www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

ს.ს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების და ინციდენტების იდენტიფიკაცია, ანალიზი და მართვა; გამოვლენილი ფაქტების შესახებ ანგარიშის მომზადება;
** ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი პოლიტიკების, სტანდარტების, წესების, ინსტრუქციების, პროცედურებისა და სხვა დოკუმენტების შემუშავება და მათ შესრულებაზე მონიტორინგი;
** ინფორმაციის კლასიფიკაცია - ინფორმაციული აქტივების რანჟირება კონფიდენციალობის ხარისხის მიხედვით;
** ინფორმაციასთან მომხმარებლის წვდომის ანალიზი და წვდომის პროცედურების მართვა;
** მიმდინარე პროექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების შესწავლა, ბანკისთვის შერჩევა და დანერგვაში მონაწილეობა;
** სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ბიზნეს უწყვეტობის გეგმის შემუშავება;
** უსაფრთხოების სხვადასხვა სისტემის ადმინისტრირება;
** მომხმარებელთა ტრენინგი უსაფრთხოების და ინფორმაციის დაცვის საფუძვლებში;
** ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონით, თუ სხვა რეგულაციებით (ეროვნული ბანკის მოთხოვნები/რეგულაციები) განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება და ზედამხედველობა;
** კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოს მუდმივი განვითარება და შესრულების ზედამხედველობა;
** პერიოდული შეღწევადობის ტესტირების დაორგანიზება, ტესტირების მასშტაბის და დეტალების განსაზღვრაში აქტიური მონაწილეობა და გამოვლენილი ხარვეზების და რისკების აღმოფხვრაზე ზედამხედეველობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია საინფორმაციო ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი შემდეგ სფეროებში: პროგრამირება, სისტემების, ქსელების, უსაფრთხოების ან მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი, ოპერაციული რისკების მართვა, IT/IS აუდიტორი;
** უსაფრთხოების სტანდარტების და პოლიტიკების ცოდნა;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2021 წლის 8 მარტის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |