კომპანია "კლინტექ"-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად, გადადით ბმულზე: http//www.zoma.ge
აუცილებელი მოთხოვნები:
** B2B კლიენტებთან გაყიდვების გამოცდილება, სასურველია HoReCa და სამედიცინო სექტორებში;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი და გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული, თურქული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) ცოდნა მაღალ დონეზე;
** საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქციის გაყიდვა;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა, არსებული პრობლემების შესწავლა და შემდგომ შესაბამისი შეთავაზების შემუშავება;
** შეხვედრების, მოლაპარაკებების დაგეგმვა;.
** კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და ურთიერთმომგებიანი შეთანხმებების მიღწევა;
** შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგის წარმოება Trello - ში.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ზურაბაშვილის 5;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო საათები: 09:00 - დან - 18:00 საათამდე;
ანაზღაურება: 1400 ლარიდან (NET)
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-მისამართზე: vacancy@zoma.ge და hr@zoma.ge
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!