www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო დოკუმენტაციის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 22 მარტი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დოკუმენტაციის მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. #1
უშუალო დაქვემდებარება: სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების და ხარისხის განყოფილების ხელმძღვანელი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. უმაღლესი სამედიცინო განათლება - დიპლომირებული მედიკოსი
2. მსგავს პოზიციაზე კლინიკაში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
3. სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება
4. MS ექსელის და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

1. პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში კლინიკური მდგომარეობის და ჩატარებული ჩარევების ასახვის სიზუსტეზე კონტროლი.
2. პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არსებობის და მათი სწორად შევსების კონტროლი
3. ისტორიის დაარქივების უზრუნველყოფა ჩეკლისტის მიხედვით
4. საყოველთაო ჯანდაცვის პორტალზე კლინიკური შემთხვევისათვის საჭირო აქტივობების განხორციელება
5. რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელთან.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** გულისხმიერება და თავაზიანობა
** აკურატულობა, ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 15.03.2021-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |