სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"პრაიმ ბეტონი" არის ინფრასტრუქტურული, საპორტო და სამრეწველო ნაგებობათა მშენებარე თანამედროვე კონტრაქტორი, რომელიც აწარმოებს ბეტონს, ბეტონის ნაკეთობებსა და ინერტულ მასალას. კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და აძლევს თანამშრომლებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge
სამუშაო განაკვეთი: სრული
პოზიციის ადგილმდებარეობა: ფოთი
სახელფასო განაკვეთი: კონკურენტული ანაზღაურება
სხვა ბენიფიტები: ავტომანქანით უზრუნველყოფა, დაზღვევით უზრუნველყოფა, სატელეფონო კორპორატიული პაკეტით უზრუნველყოფა
სამუშაო აღწერილობა:
** გაყიდვების გეგმის შემუშავება ხელმძღვანელთან ერთად;
** რეგიონის სპეციფიკაციის ანალიზი გაყიდვების გეგმის ოპტიმიზაციის მიზნით;
** კონკურენტების პროდუქტისა და მათი შეთავაზებების შესწავლა;
** გაყიდვების ოპტიმიზაციის მიზნით, კონკურენტული შეთავაზებების მომზადება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, მათთან მუდმივი კავშირი;
** კლიენტის საჭიროებების ანალიზი მასზე მორგებული შეთავაზების გაკეთების მიზნით;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** შეკვეთების გეგმის წარმოების მენეჯერთან შეთანხმება;
** მენეჯმენტისთვის ყოველთვიური რეპორტის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების კუთხით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო ან სამშენებლო მასალების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** რეგიონის სპეციფიკაციის ცოდნა;
** მართვის მოწმობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@primeconcrete.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.