www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 22 მარტი

ა(ა) იპ "ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიებს ასოცირებული-პროფესორის (5), ასისტენტ-პროფესორის (3) და ასისტენტის (1) აკადემიურ თანამდებობებზე.

მიმართულებები:

** ეკონომიკა - ასოცირებული პროფესორი (1);
** ფსიქოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1)
** კვლევის მეთოდები - ასოცირებული პროფესორი (1)
** ფილოსოფია - ასოცირებული პროფესორი (1)
** სოციოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1)
** სოციალური მეცნიერებები - ასისტენტ-პროფესორი (1)
** აკადემიური წერა - ასისტენტ-პროფესორი (1)
** პრეკალკულუსი - ასისტენტ-პროფესორი (1)
** საჯარო მმართველობა - ასისტენტი (1)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორი:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური /სამეცნიერო ხარისხი; შესაბამის დისციპლინაში;
** 3 წლიანი სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა (გამოქვეყნებული ნაშრომები/სტატიები, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ზეპირი და წერილობითი).

ასისტენტ-პროფესორი:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური /სამეცნიერო ხარისხი; შესაბამის დისციპლინაში;
** 1 წლიანი სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა (გამოქვეყნებული ნაშრომები/სტატიები, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ზეპირი და წერილობითი).

ასისტენტი:

** დოქტორანტის სტატუსი;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ზეპირი და წერილობითი).

უნივერსიტეტი იტოვებს უფლებამოსილებას, "უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის" 35-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელოს ზემოთ მითითებული აკადემიური თანამდებობების დასაკავებელად კვალიფიციური პერსონალის შერჩევა პროფესიული ნიშნით, რომელთა კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

** ავტობიოგრაფია (CV)
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები
** საკონკურსო თანამდებობის/დარგისთვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;

კონკურსის ჩატარების ვადები:

საბუთების მიღება 2021 წლის 19 - 22 მარტი;
კანდიდატებთან გასაუბრება - 29 მარტი.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

გთხოვთ, დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@gipa.ge

საკონტაქტო ტელეფონი: 599 17 67 17



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |