აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აცხადებს კონკურსს ვირტუალური ტურების მოსამზადებლად/გადასაღებად საქართველოს ოთხი რეგიონისათვის: სვანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი. ვიდეოების შექმნა მიზნად ისახავს უნიკალური ტურისტული მარშრუტებისა და შეთავაზებების პოპულარიზაციას.
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ხელმოწერილი საკონკურსო შეთავაზება PDF ფორმატში შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: GESPProcurementInbox@dai.com
დეტალებისთვის იხილეთ თანდართული განაცხადის ინგლისური ვერსია.
კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 მარტი, 18:30 სთ.