აგრო კომპანია "კარტლისი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის თანამდებობაზე, 21-35 წლის ასაკის მქონე ქალის ან მამაკაცისათვის.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: სამუშაო დღე სრული განაკვეთით
მოვალეობები:
** კონსულტაციების გაწევა ფერმერებისათვის;
** პროდუქციის გაყიდვებთან დაკავშირებული სემინარების, კონსულტაციების და აქციების ჩატარება.
** სათესლე მასალის საწყობის მართვა: ნაშთებზე კონტროლი, პროდუქციის გაყიდვა/გაცემა საწყობიდან, აღნიშნული საწყობის ინვენტარიზაცია.
** სოციალური მედიისთვის სტატიებისა და სარეკლამო ხასიათის პოსტების მომზადება.
ცოდნა და უნარ-შესაძლებლობები:
** უმაღლესი განათლება მცენარეთა დაცვის, აგრონომის სპეციალობით ან ქიმიკოსი;
** გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში;
** მანქანის მართვის მოწმობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი.
პიროვნული მახასიათებლები:
** გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი;
** რთულ სიტუაციებში კომუნიკაციის უნარი;
** კარგი მეტყველების უნარი.
შერჩეული კანდიდატი გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჩაუტარდება უფასო ტრეინინგები.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: vacancy@cartlis.ge