კომპანია "სოფტგენი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის (app-support) პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი - პარასკევი)
შენიშვნა: შესაძლებელია განსხვავებული (მოქნილი) სამუშაო გრაფიკიც.
მოვალეობები:
** მოთხოვნის შესაბამისად, ბაზაში მონაცემების მიმდინარე დროში ჩასწორება;
** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში მომხმარებლებთან კომუნიკაცია (ტელეფონით, Mail-ზე და სხვა არხებით), ბიზნეს-პროგრამებთან დაკავშირებულ პრობლემებში დახმარება და ფუნქციონალის ახსნა;
** ტექნიკურ ინციდენტებზე მყისიერი რეაგირება;
** პროგრამების ფუნქციონალის აღწერის დოკუმენტაციის წარმოება;
** პროგრამის ტესტირება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
** ოპერაციული სისტემების MS Windows, Linux საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Office საფუძვლიანი ცოდნა;
** MS SQL-ის (Microsoft SQL Server) და PostgreSQL-ის საფუძვლების ცოდნა.
დამატებითი უპირატესობა: ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სწრაფად სწავლის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გამართული მეტყველება
** გასაგებად ახსნის უნარი
** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა.
ხელფასი: ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად და სამედიცინო დაზღვევა.
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე (ხელფასის ოდენობის 50%-ის ანაზღაურებით).
გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@softgen.ge 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!