www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: 1M
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 22 მარტი

სამედიცინო კომპანია "1M" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

"1M" ახორციელებს სამედიცინო სახარჯი მასალის, აპარატურის, აღჭურვილობის და პაციენტის მოვლის საშუალებების იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში.

სამუშაო აღწერილობა/მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში პოტენციურ კლიენტებთან
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის აუცილებელი ყველა აქტივობის ეფექტურად განხორციელება
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** B კატეგორიის მართვის მოწმობა

თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელური;
** კარგი მეტყველება/გადმოცემის უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანდასახული, პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული;
** გარემოში სწრაფი ადაპტაციისა და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი;

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ორშაბათი-პარასკევი: 10:00-დან 19:00-მდე
ანაზღაურება: 500-დან-1000-მდე, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ.მისამართზე hr@1medical.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების წარმომადგენელი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |