www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ფარმინა საქართველო
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 22 მარტი

საერთაშორისო ნუტრიციოლოგიური კომპანა Farmina-ს წარმომადგენლობა საქართველოში - "ფარმინა საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ფარმინა გახლავთ იტალიაში დაფუძნებული ნუტრიციოლოგიური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია შინაური ცხოველების სრული ნუტრიციული კვების საკონსულტაციო და პრემიუმ პროდუქტების წარმოების მიმართულებით. კომპანიას აქვს 50 წლიანი გამოცდილება და დღემდე ინარჩუნებს მსოფლიო ბაზარზე ლიდერ პოზიციას.

ჩვენ ვართ ფარმინას ექსკლუზიური პარტნიორები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

სამუშაოს ტიპი: დისტანციურად/სახლიდან
დასაქმების ტიპი: ნახევარი განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის განვითარებაზე და ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა;
** ბრენდინგის, დიზაინის, საკომუნიკაციო მასალების დაგეგმარება და მართვა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებში;
** სარეკლამო/მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვის და მართვის პროცესში მონაწილეობა;
** გაყიდვების გუნდთან ერთად გაყიდვების ზრდის სტრატეგიის განსაზღვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** შინაურ ცხოველებთან ურთიერთობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** პრიორიტეტების განსაზღვრა და სწორი გადანაწილების უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითი აზროვნება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ კრიტერიუმებს და გაქვთ სურვილი, რომ შემოუერთდეთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ და საერთაშორისო გუნდს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: contact@farmina.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მარკეტინგის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |