www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 13 აპრილი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად:

ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი:

ვიწრო სფერო - ბიზნესი და ადმინისტრირება: ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია

სწავლის სფერო - სამართალი:

** პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
** ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
** ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
** ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია

ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა: სწავლის სფერო - მედიცინა

საბაზისო მედიცინა:

** პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 ვაკანსია (მედიცინის საბაზისო დისციპლინები);
** ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 4 ვაკანსია (მედიცინის საბაზისო დისციპლინები);
** ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 ვაკანსია (მედიცინის საბაზისო დისციპლინები);
** ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია (მედიცინის საბაზისო დისციპლინები).

კლინიკური მედიცინა:

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 7 ვაკანსია (2 - შინაგანი მედიცინა, 1 - პროპედევტიკა, 2 - ქირურგია, 1 - მეანობა-გინეკოლოგია, 1 - ონკოლოგია, პალიატიური დახმარება);

ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 7 ვაკანსია (2 - შინაგანი მედიცინა, 1 - პროპედევტიკა, 2 - ქირურგია, 1 - მეანობა-გინეკოლოგია, 1 - ონკოლოგია, პალიატიური დახმარება).

სწავლის სფერო - სტომატოლოგია:

** ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია (ორთოდონტია);
** ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია (თერაპიული სტომატოლოგია).

კონკურსი ცხადდება 2021 წლის 09 მარტიდან
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2021 წლის 10 აპრილიდან 2021 წლის 13
აპრილის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი

დოკუმენტები:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
6. სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
7. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
8. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და თრენინგებში მონაწილეობა);
9. სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:

** დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
** შესაბამისი / მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი;
** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
** კლინიკურ მედიცინაში - ბოლო 9 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
** ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა;
** იმ საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეფცია (აღწერა), რომლის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილიც აქვს კონკურსანტს;
** იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
** საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
** თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:

** დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
** შესაბამისი / მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი;
** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
** კლინიკურ მედიცინაში - ბოლო 5 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც, მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
** ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა;
** იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
** საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
** თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:

** დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ექნება სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებაც);
** შესაბამისი / მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი;
** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
** კლინიკურ მედიცინაში - ბოლო 5 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
** იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
** საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
** თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია:

** დოქტორანტს კლინიკურ სპეციალობაში;
** დოქტორანტს, რომელსაც ექნება სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილება;
** ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები (ავტორობა/თანაავტორობა). თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
** თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტის კვალიფიკაციის დასადასტურებლად საჭიროა:

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:

** შესაბამისი / მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი;
** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
** კლინიკურ მედიცინაში - ბოლო 9 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:

** შესაბამისი / მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი;
** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
** კლინიკურ მედიცინაში - ბოლო 5 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:

** შესაბამისი / მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი;
** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
** კლინიკურ მედიცინაში - ბოლო 5 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).

კონკურსის პირობები:

საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.

კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2021 წლის 14 აპრილს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2021 წლის 15 აპრილს;
შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 15 აპრილს.

კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მისამართზე: hr@ciu.edu.ge

ტელ.: 261-12-98; 2 30-86-41; 210-52-03



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |