www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: rs.ge ოპერატორი
მომწოდებელი: გრანდ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "Grand Electronics" აცხადებს ვაკანსიას rs.ge-ს ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია დაარსდა 1996 წელს და მას შემდეგ ახდენს ტექნიკის ყველა ასორტიმენტის რეალიზაციას საქართველოს საცალო და საბითუმო ბაზარზე.

2006 წელს კომპანიამ შეიცვალა დასახელება და "Grand Electronics"-ის სახელით პირველი მაღაზია გახსნა სავაჭრო ცენტრ "მეგალაინში". შემდგომში დაემატა გლდანის, ვარკეთილისა "ისთ-ფოინთისა" და საბურთალოს სითი მოლის ფილიალები. კომპანია აწარმოებს იმპორტს ჩინეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან. ხარისხიანი და ფართო ასორტიმენტის პროდუქციით, საუკეთესო ფასებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით "გრანდ ელექტრონიქსი"ჯანსაღ კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ დიდ ბრენდებს.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

სამუშაოს აღწერა:

** RS.GE და ბალანსის პროგრამასთან მუშაობა
** შეკვეთების შესახებ ინფორმაციის მიღება/დამუშავება
** შეკვეთების თარიღებისა და ლოკაციის მიხედვით დახარისხება
** ტრანსპორტირების პროცესის მართვა და კოორდინაცია
** მაღაზიის ფილიალების დროული მომარაგების უზრუნველყოფა

მოთხოვნები:

** სხარტი აზროვნება
** სასურველია 1C გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებული
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი

პირობები:

** ხელფასი: შეთანხმებით
** დასვენება: კვირაში ერთი დღე, შერჩევით
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
** გუნდური სამუშაო გარემო

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოსა და გუნდს, სადაც შეძლებთ მუდმივ განვითარებასა და პიროვნულ რეალიზაციას;
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელ-მისამართზე: hr@grandel.ge. გთხოვთ, სათაურის ველში ( Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |