www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი/მუშა
მომწოდებელი: ესპანო
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 16 აპრილი

კომპანია "ესპანო" ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2012 წლიდან და ცნობილია სამარკო ნიშნით "ესპანური სახლი". კომპანია მომხმარებელს ექსკლუზიურად სთავაზობს, ესპანური ბრენდების მაღალხარისხიანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს: უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე (თიხა, ფაიფური) დამზადებულ კერამიკულ ფილებს, კერამოგრანიტებს, წებო ცემენტებს, ონკანებს, ასევე ლამინატებს და სხვა ორიგინალ სარემონტო მასალებს.

კომპანია "ესპანო"-ს გუნდი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, ინოვაციებზე, ხარისხით შედეგის უზრუნველყოფაზე და მინიმალურ სარეალიზაციო ფასებზე.

კომპანიის სერვისის უპირატესობებია:

მომხმარებლისადმი გულისხმიერი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ყოველთვის კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ. ჩვენი გამოცდილებით და რა თქმა უნდა მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინებით სრულყოფილი, ევროპული დონის კონსულტაცია.

კომპანია "ესპანო" აცხადებს ვაკანსიას მამაკაცებისთვის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია საშუალო განათლება;
** საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** კეთილსინდისიერი, დისციპლინირებული, პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, დასაწყობება და რეალიზაციის შემდგომ კლიენტისთვის გაყიდული საქონლის მიწოდება;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** კომფორტულ, საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** სამუშაო საათები: 09:30-დან 18:00-მდე.
** დასვენების დღე კვირა და დამატებით თვეში ერთი დღე სურვილის მიხედვით.

მისამართი: დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #124
ანაზღაურება: 800 ლარიდან, მზარდი ინდივიდუალური განვითარების და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, წარმოადგინოთ CV ფოტოსურათით: espano2012@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |