www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე, კონსულტანტი
მომწოდებელი: ბელორუსული სახლი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 16 აპრილი

სუპერმარკეტების ქსელი "ბელორუსული სახლი" უკვე 6 მოქმედი მარკეტით არის წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე. ახლო მომავალში იგეგმება კიდევ ორი მარკეტის გახსნა (მარტი, აპრილის თვეში).

ვაცხადებთ ვაკანსიას კონსულტანტის და მოლარის პოზიციაზე.

1. კონსულტანტი მუშაობს ადგილზე, მენეჯერთან ერთად შერჩეული გრაფიკით.

2. მოლარე მუშაობს მეწყვილე მოლარესთან შეთანხმებული გრაფიკით.

ვაკანსიის ადგილი: საბურთალო - ვაჟა-ფშაველას ქუჩის დასაწყისი, მეტრო "დელისი", ავლაბარი, ნაძალადევი, მარჯანიშვილი, მიროტაძე (სპორტის სასახლე), დიდი დიღომი, ნუცუბიძე-ლისის დამაკავშირებელი გზა.

სავალდებულოა მოლარემ იცოდეს პროგრამა APEX.

სავალდებულო ფუნქციები და მოთხოვნები

** მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა და მომხმარებლის ინტერესების სრული დაცვა
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა, მომსახურება
** პროდუქციის მიღება ადმინისტრატორთან ერთად
** განლაგება სავაჭრო თაროებზე
** პროდუქციის ხარისხის, ვადების, ფასმაჩვენებლის მუდმივი კონტროლი
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
** სისუფთავეზე ზრუნვა
** კომპანიის შინაგანაწესის სრული დაცვა

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება
** პროდუქციის სპეციფიკაში სწრაფი გარკვევის უნარი
** გუნდურობა, ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა,
** სასურველია რუსული ენის ცოდნა,
** სამუშაო გამოცდილება სასურველია ერთი წელი

ჩვენ გთავაზობთ დასაქმების შესაძლებლობას საცხოვრებელთან ახლოს და დაწინაურების პერსპექტივას.

საკონტაქტო მონაცემები:

ტელ.: 599 508523
ელ. ფოსტა: cdcompany09@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |