შპს "ახალი სკოლა" აცხადებს ტენდერს სამედიცინო ლაბორატორიებისთვის. მომსახურება მოიცავს, ობიექტზე მოსვლით შპს "ახალი სკოლის" თანამშრომლებისთვის და მოსწავლეებისთვის "Covid-19" PCR ტესტის (96 პერსონა) და SARS-Cov-2 AG ტესტის (176 პერსონა) ჩატარებას.
მომსახურება უნდა განხორციელდეს 2 კვირაში ერთხელ, 2021 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის 20 ივნისამდე.
ტენდერში წარმოდგენილი წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
** მომსახურების პირობები.
** დეტალური ფასები.
** ანგარიშსწორების და მიწოდების პირობები და ვადები.
წარმოდგენილი წინადადება უნდა შეიცავდეს საკონტაქტო ინფორმაციას და დადასტურებული უნდა იყოს წარმომადგენლის ხელმოწერით (თუ შესაძლებელია შესაბამისი ბეჭდით).
მომსახურების ადგილი: თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი 35
საკონტაქტო პირი: 555225552 მაია საგანელიძე
maia.saganelidze@yahoo.com