www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მიმღები
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 20 აპრილი

სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღების პოზიციაზე გურჯაანში, სოფ. ბაკურციხეში.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00 საათამდე; შაბათი 09:00-დან 16:00 საათამდე. კვირა დასვენება.
ანაზღაურება: 500-600 ლარი + ბონუსი (ფილიალის ფორმატიდან გამომდინარე).

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალში შემოსული პროდუქციის მიღება, დასაწყობება და პროგრამული უზრუნველყოფა
** საწყობში არსებული პროდუქციის რეგულარული კონტროლი
** ფილიალში მიმდინარე აღწერაში მონაწილეობა
** მოთხოვნის შესაბამისად ფილიალის სივრცის მომარაგება პროდუქციით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: არითმეტიკული ოპერირების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: dnapireli@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის მიმღები გურჯაანში" ან "საწყობის მიმღები ბაკურციხეში".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |