www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დირექტორი საცალო ვაჭრობის მიმართულებით
მომწოდებელი: Four Seas Trading
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 22 აპრილი

საინვესტიციო ჯგუფი "Four Seas Trading"-ი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დირექტორი საცალო ვაჭრობის მიმართულებით.

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა და კრეატიულ თანამშრომელთა გუნდს, მიმზიდველ ხელფასს 1500 ლარი ხელზე ასაღები + გაყიდვებიდან ბონუსი.

სამუშაო ადგილია: ქ.თბილისი, ბელიაშვილის 27
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
** უცხო ენების - რუსულის თავისუფლად ფლობა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა MS Office (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა);
** მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ოპერატიული რეაგირება, თავაზიანობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა; ორგანიზებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა.
** სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის განლაგების კონტროლი.
** არსებული ფასმაჩვენებლების კონტროლი.
** არსებული ნაღდი ფულის და უნაღდო ტრანზაქციების შედარება რეალიზებული პროდუქციის ღირებულებასთან.
** სარეალიზაციო პროდუქციის შეკვეთა პროგრამულად მომწოდებლებთან სტანდარტების დაცვით.
** საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებისაგან მიღებული პროდუქციის მიღება სტანდარტების დაცვით.
** პოტენციურ დასაქმებულთან მოლაპარაკებების წარმართვისა და შეთანხმების უნარი.
** მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით.
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი.
** სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა.
** პერიოდული ანგარიშების წარმოება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV (აუცილებლად რუსულ ენაზე ) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@VVcapital.ge. ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |