www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: პრემიუმ ფუდს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

სადისტრიბუციო კომპანია "პრემიუმ ფუდს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე პროდუქციის გადატვირთვა;
** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება და ხელმძღვანელისათვის მიწოდება;
** ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** კომპანიის ანგარიშზე, დღის ბოლოს, ნაღდი ფულის შეტანა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიულად მუშაობის უნარი.

აუცილებელია აპლიკანტი აკმაყოფილებდეს სადაზღვევო კომპანიის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს:

** ასაკი - 21 წელს ზევით;
** მართვის მოწმობა - C კატეგორია;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება: 3 თვე - 600 ლარი, მე-4 თვიდან 700 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@pfg.ge არაუგვიანეს 2021 წლის 15 აპრილისა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: დისტრიბუტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |