www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ჩემი ოფისი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 19 აპრილი

"ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, თბილისში.

"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. ესაჭიროება აქტიური პიროვნება HP, Canon, Xerox პროდუქციასთან სამუშაოდ. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს: https://myo.ge/

შერჩეულ კანდიდატს კომპანია აძლევს საშუალებას გაიაროს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსი. ადგილზე დაეუფლოს გაყიდვების თანამედროვე მიდგომებს, დაესწროს ტრენინგებს, როგორც პროდუქციის ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების ფლობა;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება;
** არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზების მართვა და განახლება;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00.
** დინამიური სამუშაო გარემო;
** ულიმიტო სასაუბრო დრო;
** სამსახურებრივი ხარჯების ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ადგილზე შესწავლა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge, 2021 წლის 19 აპრილის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |