"Family Credit" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სამსახურის მენეჯერის ქ. ქუთაისში.
ძირითადი მოვალეობები:
** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის ანალიზი/დამუშავება;
** მსესხებლებთან და მათ თავდებებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა, ვალდებულების გადახდის ან ვალდებულების გადანაწილების მიზნით.
** პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების გზების ძიება;
** პორტფელის მუდმივი მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური მიმართულებით);
** ვადაგადაცილებულ სესხებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკების წარმართვის მაღალი უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრინციპულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო საათები:
** ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00
** შაბათი - ნახევარი სამუშაო განაკვეთი, 10:00-14:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი
დაინტერესებულმა პირებმა 2021 წლის 15 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ რეზიუმე ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@familycredit.ge. სათაურის ველში მიუთითეთ საურველი ადგილი წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
მისამართი: ქ. ქუთაისი, ზ.ფალიაშვილის N35 . ტელ: 032 214 83 82;