სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" აცხადებს ვაკანსიას დღის კონსულტანტის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს.
ანაზღაურება: 500 ლარიდან + ბონუსები
მოვალეობები:
** მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
** კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
** მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
** კომპანიის ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@fresco.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 571442424; 598119331; 595907393.
გისურვებთ წარმატებებს!
სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო"
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელ: + 995 32 2 907 907