www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 22 აპრილი

დელიკატესებისა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მაღაზიათა ქსელი "Gastronome • გასტრონომი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის (იმპორტის მიმართულებით) პოზიციაზე.

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/GastronomeGeorgia/

ანაზღაურება: 1700 -2000 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
ლოკაცია: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** იმპორტთან დაკავშირებული სამუშაო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება
** ბრენდების მოძიება (როგორც ონლაინ რეჟიმში ასევე საერთაშორისო გამოფენების საშუალებით)
** შეკვეთების ფორმირება და ექსკლუზიური ხელშეკრულებების გაფორმება
** იმპორტთან დაკავშირებული ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის მართვა/კონტროლი
** საბაჟო სამსახურისათვის დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლი
** მარაგების კონტროლი და სწორი დაგეგმარება
** პარტნიორ მომწოდებლებთან მუდმივი ურთიერთობა, პერიოდულად შეთანხმების/მოლაპარაკების პირობების განახლება/გაუმჯობესება
** საწყობში პროდუქტის მიღებისა და ეტიკეტირების მონიტორინგი
** არსებულ ასორტიმენტზე პრეზენტაციების მომზადება
** მენეჯმენტთან ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი

მოთხოვნები/უნარები:

** შესყიდვების/იმპორტის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში
** ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა (გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** მოლაპარაკების წარმოების განსაკუთრებული უნარი (როგორც წერილობითი ასევე ზეპირსიტყვიერი)
** პრეზენტაციის უნარი
** სასურველია საბაჟო პროცედურების ცოდნა

დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@gastronome.ge და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 05 აპრილი, 2021.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |