www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: ციკლონი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 22 აპრილი

კომპანია "ციკლონის" ძირითად საქმიანობას გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სერვისი წარმოადგენს. გამორჩეული პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის წყალობით, უკვე 22 წელია, რაც მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ ქვეყნის საინჟინრო და კლიმატური სექტორის განვითარებაში და წარმატებით ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტებს.

ამჯერად, "ციკლონი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის (technician) პოზიციაზე.

მოვალეობის/სამუშაოს დეტალური აღწერა:

** ჩვენს კლიენტებთან განთავსებული ტექნიკური დანადგარ/აგრეგატების მოვლა/მომსახურეობა და მონიტორინგი.
** ტექნიკური გაუმართაოებების დაუყოვნებლივი აღმოფხვრა გუნდთან ერთად;
** სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

განათლება, კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ტექნიკური/პრაქტიკული მექანიკური სამუშაოების და ელექტრობის ცოდნა;
** ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესად;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** პასუხისმგებლიანობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა;
** სავალდებულოა ავტომობილის მართვის მოწმობის ქონდა

ანაზღაურება: ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: lasha@cyclone.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ: "ტექნიკოსის ვაკანსია".

დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: https://www.cyclone.ge და ასევე facebook გვერდს: https://www.facebook.com/CycloneGEO

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |