კომპანია ლაივშოპ.გე აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** დაინტერესებული კომპანიებისთვის სერვისის შეთავაზება და კომპანიის სერვისებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა
** შეკვეთის მიღება / გაფორმება და შესრულების უზრუნველყოფა / მონიტორინგი
** კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება მათთან თანამშრომლობის და მათი საჭიროებების გააზრების გზით
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე, არსებული გაყიდვების შედეგებზე და მოსალოდნელი გაყიდვების შესახებ უშუალო ხელმძღვანელთან
** თვითგანვითარება და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ცოდნის მუდმივი განახლება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, მათ შორის მიმდინარე ბიზნეს კლიმატის და სიახლეების გაცნობა, კონკურენციის კვლევა, სხვადასხვა პროგრამების შესწავლა, სტატიების/ლიტერატურის გაცნობა, სასერტიფიკაციო ან სხვა სასწავლო კურსების გავლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის სურვილი;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო ადგილი: თბილისი
თუ ფიქრობთ რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გაინტერესებთ გაყიდვების სფერო, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@liveshop.ge