www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: იყიდება ბინა
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 19 აპრილი

უძრავი ქონების სააგენტო "იყიდება ბინა" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

"იყიდება ბინა" წარმატებით მოღვაწეობს უძრავი ქონების ბაზარზე 2020 წლის დასაწყისიდან. ამ წარმატების შედეგად კომპანია ფართოვდება და გვესაჭიროება მიზანდასახული და აქტიური კადრები ახალი, ინოვაციური პროექტებისთვის. ყველა დასაქმებულ აგენტს შანსი ეძლევა მიაღწიოს წარმატებას და იმუშაოს მშვიდ, მყუდრო და თანამედროვე გარემოში მეგობრულ და ორგანიზებულ გუნდთან ერთად.

სამუშაო პირობები:

** სამსახურის ადგილმდებარეობა: მარჯანიშვილის ქ.#49
** სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, 11.00-17.30
** ანაზღაურება:წარმატებული გარიგებიდან 40%, მზარდი პროცენტული გამომუშავებით
** ბონუსები სხვა აგენტებთან თანამშრომლობით წარმატებულად დასრულებული გარიგებიდან
** უფასო, ულიმიტო ნომერი
** Myhome.ge ხარჯები

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბაზაში არსებული განცხადებების დეტალურად ცოდნა და მუდმივი განახლება
** სატელეფონო ზარების მიღება და ბაზაში არსებული რესურსის შეთავაზება დროულად
** კლიენტებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმოება
** სათანადო ხელშეკრულებების გაფორმება დროულად
** ჯგუფის ხელმძღვანელთან და სხვა გუნდის წევრებთან ორგანიზებული მუშაობა
** დაინტერესებულ პირებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება და წარმართვა

ძირითადი მოთხოვნები:

** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** ქართული ენის კარგად ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენის საშუალო ან სასაუბრო დონეზე ცოდნა

უნარები:

** პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობა და თავაზიანობა.
** ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი.
** სამუშაოს ორგანიზების და დროის მართვა.
** ინფორმაციის დროულად მოძიება

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@iyidebabina.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |