www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბაგრატი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

შპს "ბაგრატი" წარმოადგენს კომპანია "სოფლის ნობათის" ოფიციალურ დილერს. ეს არის სტაბილური კომპანია, რომელიც 2010 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს და თანმიმდევრულად აფართოებს სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით. კომპანიის საკადრო პოლიტიკა მიმართულია შიდა რესურსების განვითარებასა და გამჭვირვალე სამოტივაციო სისტემის შექმნაზე.

კომპანია აცხადებს მერჩენდაიზერის ვაკანსიას იმერეთში.

ძირითადი მოთხოვნები:

** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის განთავსების სტანდარტის კონტროლი
** ხარვეზების აღმოფხვრა.
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება
** ვადების კონტროლი

პიროვნული თვისებები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
** შრომისმოყვარე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სწრაფად ათვისებისა და ადაპტაციის უნარი
** კომუნიკაბელური

პირობები:

** კარიერული ზრდის პერსპექტივა.
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** საწვავი ანაზღაურდება
** სამუშაო განრიგი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: bagratihr@mail.ru

კომპანია იტოვებს უფლებას დაამუშაოს და გადაამოწმოს პირადი მონაცემები, რის შემდეგაც 6 თვის მანძილზე შეინახება ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში და საჭიროების შემთხვევაში განიხილება სხვა ვაკანტურ ადგილებზეც.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25 აპრილი 2021წ.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გასაუბრება ჩატარდება ბათუმის ფილიალში!

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მერჩენდაიზერი იმერეთში) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |