www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: იტმს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

შ.პ.ს. "ტრანსპორტის მართვის საერთაშორისო კომპანია" (ITMC) არის ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებს - საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო მიმართულებით. ემსახურება საქართველოში წამყვან კომპანიებს. კომპანია განახლებული დამფუძნებლების და მენეჯმენტის სტრუქტურით, ეძებს გამოცდილ, ზრდაზე ორიენტირებულ კადრებს, ახალი სიმაღლეების დასაკავებლად სატრანსპორტო სფეროში.

მიმდინარედ ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გუნდის ეფექტური მართვა, გეგმების შემუშავება. მუდმივ ზრდაზე ორიენტირება;
** ახალი კონკურენტული პროდუქტების შექმნა/დამუშავებაში ჩართულობა კომპანიის მენეჯმენტთან ერთად;
** ახალი კლიენტების მოძიება. გრძელვადიანი თანამშრომლობის პროექტების დაკონტრაქტება;
** კონსიგნაციით მომუშავე კლიენტების მოყვანა და ამ მიმართულებით, მინიმუმ 2 მილიონამდე (დოლარში) პორტფელის შექმნა;
** CRM ში, თანამშრომლების გეგმების კონტროლი, მონაცემების ანალიზი და პრობლემების იდენტიფიცირება;
** CRM ის მონაცემების ანალიზიდან გამომდინარე, რეკომენდაციების გაცემა მენეჯმენტზე;
** სარეკლამო, საიმიჯო და მარკეტინგულ კამპანიებში ჩართულობა;
** გაყიდვების მობილური ჯგუფების ჩამოყალიბება და მათი მართვა;
** ბაზარზე არსებული მოთხოვნების დროულად იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა მენეჯმენტზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** დიდ კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ზემო აღნიშნულ მოვალეობებზე თავის გართმევის პასუხისმგებლობის აღება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი თვისებები:

** მართვის და დელეგირების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ცვლილებების ადვილად მიმღებლობა;
** ღიაობა სწავლაზე და განვითარებაზე;
** თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ ადვილად ადაპტაციის უნარი.

გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე Luka@itmc.com.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |