www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Middle Java დეველოპერი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა ელექტრონული საფულე http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

ვაკანსია: Middle Java დეველოპერი

პოზიციის მიზანია ახალ საინტერესო, ინოვაციურ, ტექნოლოგიურ პროექტებზე მუშაობა, კომპანიის არსებული პროდუქტების დახვეწა, გაუმჯობესება და მათი განვითარება.

პასუხისმგებლობა და ფუნქცია-მოვალეობები:

** ეჯაილ გუნდის პროქტების მართვის ანალიტიკისა და ხარისხის მართვის გუნდის წევრებთან ერთად კომპანიის სხვადასხვა მასშტაბურ პროექტებზე მუშაობა, პროექტის მიზნის გაგება, ანალიზი, დაგეგმვა და აღსრულება.
** დავალებების პრიორიტეტიზაცია და სამუშაოს ორგანიზება, დავალების ფარგლებში მიღებული ინსტრუქციების გაანალიზება და შესრულება.

ცოდნა და უნარები:

** Java პლატფორმასთან მუშაობის მინიმუმ 2+ წლიანი გამოცდილება;
** Spring, Spring boot, hiberate, JPA - ცოდნა;
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** Maven და JUnit თან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია: javaFx, AngularJS, Javascript;
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

დამატებითი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნები უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა დაორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, არაფორმალურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სადაც ყოველდღიურად შეძლებ იმუშაო ტექნოლოგიურ სიახლეებზე განვითარდე და მოახდინო საკუთარი თავისა და შესაძლებლობების სრული რეალიზაცია.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |