www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: 1M
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

სამედიცინო კომპანია "1M" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

"1M" ახორციელებს სამედიცინო სახარჯი მასალის, აპარატურის, აღჭურვილობის და პაციენტის მოვლის საშუალებების იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
ანაზღაურება: 1000-დან 1500 ლარამდე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** საგადასახადო დეკლარაციების შევსება;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** აუდიტორებთან და საგადასახოდსთან ურთიერთობა;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შექმნა/მიღება/შემოწმება/არქივირება;
** პერიოდულად დებიტორულ-კრედიტორულ კომპანიებთან შედარება და შედარების აქტების გაფორმება;
** საბანკო ოპერაციების ასახვა და კონტროლი ბუღალტრულ პროგრამაში;
** სალაროში გატარებების, გაყიდვების, ძირითადი საშუალებების და სახარჯი მასალების გადაადგილებების მონიტორინგი;
** ხელფასების, საპენსიოების და სახელფასო დანამატების დარიცხვა /გატარება ბუღალტრულ პროგრამაში;
** ნაშთების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადების გამოცდილება და სრულყოფილი ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ბაზისური ნაწილის ცოდნა;
** საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადებები, ფაქტურები) RS.ge-ზე
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (Office, Excel) ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა SuperFin -თან მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@1medical.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "ბუღალტერი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |