www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: მალონგო
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

ცნობილი ფრანგული ყავის ბრენდი "მალონგო" ("Malongo") იწყებს მოღვაწეობას საქართველოში და სულ მალე თბილისში წარმოდგენილი იქნება ახალი მრავალფუნქციური კვების ობიექტის სახით, სადაც სტუმარი შეძლებს დააგემოვნოს ფრანგული სამზარეულოს გამორჩეული კერძები, დესერტები, საოცარი ფრანგული ღვინო და ყავა.

"მალონგოს" მაღაზიაში კი წარმოდგენილი იქნება ფრანგული კვების პროდუქტები.

"მალონგო" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე.
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ცვლიანობის განრიგით.
** ბენეფიტები: დაზღვევა, კვება, ტრანსპორტირება.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო დარბაზის სივრცის კონტროლი და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა
** მარაგების და ნაშთების კონტროლი
** შეკვეთების მომზადება
** გეგმური აღწერის ჩატარება
** სალარო ოპერაციების კონტროლი
** მომხმარებელთან ურთიერთობა

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება
** გუნდის მართვის უნარები
** ეფექტური კომუნიკაცია
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე info@iledefrance.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მაღაზიის ადმინისტრატორი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |