www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონდიტერი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია "აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

"აგროჰაბი" თავის გუნდს სთავაზობს სასიამოვნო და პოზიტიურ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** კრემების მომზადება
** სხვადასხვა სახის ცომის მომზადება;
** სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის გამოცხობა კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა საწარმოო სტანდარტის მიხედვით
** სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა, მანქანა-დანადგარების გასუფთავება;
** საკონდიტრო პროდუქტების ვიზუალური გაფორმება.

ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@agrohub.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |