www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

"დრიმლენდ ოაზისი" წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს.
კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს. 2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრულიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვითარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს.

კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

კომპანიას აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დაბა ჩაქვი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა, ფარმაცევტული კონსულტაცია; პირველადი სამედიცინო დახმარება;
** სააფთიაქო პროდუქციის საცალო რეალიზაცია;
** საჭიროებისამებრ მომხმარებლისთვის პრეპარატის ინსტრუქციის განმარტება, მისი გამოყენების შეზღუდვებისა და შენახვის პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სააფთიაქო პროდუქციის დახლებზე განთავსება;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება მისი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ფარმაცევტული განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სავალდებულოა მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ოპერატიულობა;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებული;

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამედიცინო წარმომადგენელი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |