"New Vision Insurance" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერილობა: კომპანიის სამეურნეო პრობლემების მოგვარების ზედამხედველობა.
ფუნქცია მოვალეობები:
** საოფისე სივრცის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი პრობლემების დროულად იდენტიფიცირება მათი აღმოფხვრის მიზნით;
** გადაუდებელი სამეურნეო სამუშაობის შესრულების უზრუნველყოფა;
** კომპანიისთვის სხვადასხვა პროდუქციის შეძენა და შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** საკურიერო მომსახურების გაწევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია: B კატეგორიის მართვის მოწმობა და შესაბამისი გამოცდილება.
პიროვნულობა:
** ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით** .
* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: Vacancy@nvi.ge
გისურვებთ წარმატებას!