www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: სენტა პეტროლიუმი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

"სენტა პეტროლიუმი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე.

** სავაჭრო ცენტრის სტრატეგიული ხედვის, გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების ჩამოყალიბება, რაც მიმართულია კომპანიის წინაშე არსებული პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციისკენ;
** მიზნების მისაღწევად სამოქმედო გეგმების შედგენა და მათი გადანაწილება კომპანიის ყველა სამსახურზე;
** დასახული მიზნების მიღწევისთვის მართვის ეფექტიანი პროცესის ჩამოყალიბება კომპანიაში. აღნიშნული გულისხმობს დამტკიცებული გეგმების/გაცემული დავალებების შესრულების, შესრულების ხარისხის და დადგენილი ვადების კონტროლს და სათანადო რეაგირებას;
** კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა, კომპანიის მომგებიანობის პარამეტრების მუდმივი გაუმჯობესება;
** მომხმარებლის მაღალი ხარისხით მომსახურების კულტურის დანერგვა კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში;
** საზოგადოებაში სავაჭრო ცენტრის პოზიტიური იმიჯის შექმნა და მის პოზიციონირებაზე მუდმივი ზრუნვა;
** თანამშრომლების ეფექტური ადმინისტრაციული კონტროლის უზრუნველყოფა, კომპანიის შინაგანაწესის სრული დაცვით;
** მართვის სისტემის დახვეწის მიზნით ახალი აუცილებელი რეგულაციების, პროცედურების შემუშავება, ასევე საჭიროების შემთხვევაში პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა და დანერგვა კომპანიის საქმიანობაში;
** კომპანიის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა. ამ კუთხით ახალი იდეების/პროექტების ინიცირება, დამფუძნებლებთან შეთანხმება და განხორციელება;
** კომპანიაში ჯანსაღი, სამართლიანი, გუნდური და კონკურენტუნარიანი სამუშაო გარემოს შექმნა და ამავე პრინციპებით თანამშრომლობის უზრუნველყოფა ჰოლდინგის სხვა კომპანიებთან და სათავო კომპანიის სამსახურებთან;
** თანამშრომლების აუცილებელი უნარებისა და ცოდნის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კომპანიის თანამშრომლების კორპორატიული ერთგულების ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კომპანიის დამფუძნებლებთან ეფექტური ანგარიშგების პრაქტიკის ჩამოყალიბება, იგულისხმება კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ანგარიშების შედგენა და დამფუძნებლებისთვის მიწოდება შეთანხმებული შინაარსით, ფორმით და პერიოდულობით.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება სავაჭრო ცენტრში ან ტანსაცმლის სპეცილიზირებულ მაღაზიაში, მაღალ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება;
** სასურველია პროექტების მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების, ინგლისურის და რუსული ენების ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მიზანდასახულობა, საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური მენეჯერული და ლიდერული უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირებისა და განხორციელების უნარი;
** სტრესულ გარემოში სწრაფი ორიენტირებისა და ეფექტური რეაგირების უნარი;
** გახსნილობა, თვითმოტივირებულობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;

სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: g.miminoshvili@senta.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |