www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: iSpace
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

APPLE-ის პრემიურ რესელერი მაღაზიათა ქსელი "iSpace" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ნორმირებული - 40 საათი კვირაში
გამოცდილების დონე: მენეჯერი (5 წლიანი, აქედან მენეჯერული - 2 წელი)

ძირითადი მოვალეობები:

** საცალო გაყიდვების დეპარტამენტის მართვა (ბაზრის ანალიზი, კონვერსიის გაზრდა; ქსელი გაყიდვების გეგმის შესრულება);
** მასზე დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (მონაწილეობა ქსელის პერსონალის შერჩევაში, დატრენინგებაში, შეფასებასა და სამოტივაციო სისტემის შექმნაში);
** ასორტიმენტის მენეჯმენტი (საცალო ვაჭრობის ეფექტური დაგეგმვა; შესყიდვებისა და გაყიდვების ბალანსების მენეჯმენტი; მაღაზიების მუშაობის სტანდარტის შემუშავება, მათი განხორციელების კონტროლი);
** პროცესების მართვა (ინტერაქცია გამყიდველთან; მარკეტინგული საქმიანობის მართვა; ქსელში პროცესების განვითარება და გაუმჯობესება; ფინანსური ინსტრუმენტების მართვა; ქსელის განვითარება).
** განათლება: უმაღლესი - ეკონომიკა/ფინანსები/ბიზნესი/მომიჯნავე სფერო
** ენები: ინგლისური - რუსული B2 (საშუალო დონე)

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრა და სწორი გადანაწილების უნარი;
** სწორი და დროული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტაციის უნარი.
** სასურველია: ავტომობილის ფლობა
** მართვის მოწმობა - B კატეგორია

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** სოციალურ პაკეტს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას + ბონუსი
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რომლებსაც აქვს გამოცდილება ელექტრონიკის მიმარულებით

დამატებითი ინფორმაცია:

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომელთა დამუშავება მოხდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნისთვის. რეზუმე მონაცემთა ბაზაში რჩება მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას კომპანიაში არსებულ სხვა, რეზიუმეს შესაბამის, ვაკანტურ პოზიციაზე. გთხოვთ, გამოეხმაუროთ თუ ზემოთ აღნიშნულ პირობებს ეთანხმებით.

თუ თვლით რომ მზად ხართ შემოუერთდეთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ინგლისურ ენაზე: hr@asbc.ge და სათაურში მიუთითეთ დასახელება "საცალო გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ რეზუმეს გამოგზავნიდან თუ არ მოხდა უკუკავშირის მიცემა 2 თვის განმავლობაში პასუხი ავტომატურად ნიშნავს უარყოფითს.

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |