www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექსპრეს პროდუქტების გაყიდვების ოფიცერი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 22 აპრილი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ექსპრეს პროდუქტების გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ოზურგეთი

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:

** კრისტალის პროდუქტებით დაინტერესებული პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** პოტენციური კლიენტებისათვის პირობების გაცნობა;
** კომპანიის ცნობადობის გაზრდა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა);
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
** საშუალო ან პროფესიული განათლება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** მიზანდასახული და ენერგიული;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |