www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური აღრიცხვისა და რეპორტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 20 აპრილი

25 წლიანი გამოცდილების მქონე "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში. მისი ბიზნეს პორტფელი მოიცავს ნახშირის მოპოვებას, ელექტროენერგიის გამომუშავებას (ჰიდრო, ბუნებრივ აირზე და ნახშირზე მომუშავე სადგურები), ბუნებრივი აირით ვაჭრობასა და უძრავი ქონების მართვას. 2006 წელს, ქართულ ბაზარზე უმდიდრესი ბიზნეს საქმიანობის გამოცდილების მქონე კომპანიამ ჰოლდინგის სახე მიიღო.

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აღრიცხვისა და რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების სისტემის (IFRS) საერთაშორისო სტანდარტებთან და სააღრიცხვო პოლიტიკასთან შესაბამისობის ანალიზში მონაწილეობის მიღება;
** საერთაშორისო აუდიტორებთან და სხვა კონსულტანტებთან ურთიერთობა;
** ფინანსური აუდიტის პროცესში აუდიტორებთან თანამშრომლობა;
** ფინანსური რეპორტინგის გუნდის სამუშაო პროცესში ჩართულობა;
** საერთაშორისო აღრიცხვის სისტემებზე ტექნიკური სრულყოფისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება აუდიტორულ კომპანიაში;
** ACCA კურსები;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 20 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |