www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი - საბურთალო
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 26 აპრილი

სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე ფილიალებში.

ანაზღაურება: 500-600 ლარი (გრაფიკის შესაბამისად) + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** პროდუქციის დახარისხება და კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;
** პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** მომხმარებლის ლოიალურობაზე ზრუნვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმების შესაძლებლობას სახლთან ახლოს;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

გახდი ჩვენი გუნდის წევრი

გამოგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: anketa@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი".

ან დაგვიკავშირდი ნომრებზე +995 591 04 08 48; +995 591 04 08 40

შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და შეავსე განაცხადი ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში;

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |