მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი" გამოირჩევა განვითარებაზე ორიენტირებული, მოტივირებული გუნდით.
ჩვენ გთავაზობთ მოწესრიგებულ, უსაფრთხო სამუშაო გარემოს ჩვენს გუნდში პროდუქციის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომწოდებლებისაგან პროდუქციის მიღება/ჩაბარება შესაბამის დოკუმენტაციაზე დაყრდნობით.
** შეკვეთილი პროდუქციისა და ფაქტობრივად მიღებული პროდუქციის შედარება ფასისა და რაოდენობის მიხედვით.
** ვადაგასული პროდუქციის დაბრუნება შესაბამისი სტანდარტების დაცვით.
** მიღებული და დაბრუნებული პროდუქციის ასახვა პროგრამულად.
** არსებული და ვადაგასული პროდუქციის ნაშთის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება მაღაზიის მენეჯერის, ადმინისტრატორის ან მიმღების პოზიციაზე. (სარეალიზაციო პროდუქციის ფლობა)
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების ფლობა.
** სასურველია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** აქტიური კომუნიკაციის უნარი.
** დაკვირვების/დეტალებზე ორიენტირების უნარი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** სამუშაოს დროში დაგეგმარებისა და დედლაინების კონტროლის უნარი.
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: სრული(ორშაბათი-შაბათი) 08:00-15:00 საათი (შესვენება 1 საათი)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ცოტნე დადიანის 203
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია/CV ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge, არაუგვიანეს 2021 წლის 25 აპრილისა. მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი.
კანდიდატების შერჩევა მოხდება პირველ ეტაპზე ონლაინ გასაუბრების საფუძველზე.
მეორე ეტაპი ჩატარდება ვერბალურად.
"ზღაპრის" გუნდი გისურვებს წარმატებებს, და გელის შენც!