შპს "ჩიზქეიქერ ბეიქერი" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტროს მენეჯერის პოზიციაზე:
ჩიზქეიქერი - http://www.facebook.com/cheesecakerbakery პირველი ონლაინ კონცეფციის საკონდიტროა საქართველოში, რომლის გაყიდვებიც სრულად არის გატანილი ონლაინ პლატფორმებსა და სადისტრიბუციო ქსელებზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტის გახსნა-დახურვა;
** ჰასპის სტანდარტების დაცვა საკონდიტროში;
** დღის შემაჯამებელი რეპორტების მომზადება;
** შეკვეთების მიღება - გაშვება;
** კლიენტისთვის მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციასა და მომსახურებაზე;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია და ნედლეულის შეკვეთა;
** გასაყიდად მზა მარაგების რაოდენობების მუდმივი კონტროლი;
** თვის ბოლო დღეს აღწერის ჩატარება და რეპორტინგი;
** საკონდიტროს ადმინისტრაციულ საკითხებში მხარდაჭერა;
** დასაქმებულთა აღრიცხვის ბარათის წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ელექტრონულ საკომუნიკაციო საშუალებებთან ურთიერთობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
უნარები/თვისებები:
** კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა
** დროის მენეჯმენტი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პრობლემის გადაჭრის უნარები
** სტრესის მართვა
** გუნდურობა
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ონიაშვილის ქ. N76
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 15:00-21:00; კვირა - 11:00-20:00
ანაზღაურება: 400 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე cheesecaker.bakery@gmail.com და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 15 აპრილი 2021 წ.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.