www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, გაყიდვების ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვიური/წლიური/კვარტლური გაყიდვების რეპორტის მომზადება;
** მიმდინარე პრომო აქციების მონიტორინგი, კონტროლი და ეფექტურობის შეფასება, ანალიტიკა;
** პერიოდულად საინვენტარიზაციო ჯგუფში მონაწილეობის მიღება;
** დისტრიბუციის ეფექტურობის რეპორტი უბნების, გაყიდვების არხების, პორტფელის და ბრენდების მიხედვით, მისი ანალიტიკა;
** კონკურენტების ფასების ანალიზი;
** ზემდგომი მენეჯერების მხრიდან მიღებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
** სავაჭრო ან მსგავს სფეროში სასურველია 1 წლიანი გამოცდილება.
** Excel-ის უმაღლეს დონეზე ფლობა - შეფასდება ტესტირებით;
** 1С ოპერაციული სისტემის პროფესიული ფლობა;
** რუსულის (კარგი) და ინგლისურის (კარგი) ცოდნა.

სხვა უნარები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე - 800 ლარი და შემდეგ 1000 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების ანალიტიკოსი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |