www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ზოდი პლიუსი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

შპს "ზოდი პლიუსი" ქართულ  ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია ბუნებრივი ქვების, შიდა და გარე კარის, სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. "ზოდი" წარმოდგენილია 6 ბრენდ მაღაზიით თბილისსა და რეგიონებში. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდათ ერთად! 

შპს "ზოდი პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: 

** პროდუქციის ჩამოტვირთვა, დაცლა;
** პროდუქციის დალაგება, დახარისხება;
** პროდუქციის გადაადგილება, დატვირთვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება, რაც გამომდინარეობს სამუშაო სპეციფიკიდან;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები: 

** პუნქტუალური;
** დეტალზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე;
** მოტივირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zodi.ge; სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლიუსი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.

დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |