www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Full Stack ვებ დეველოპერი
მომწოდებელი: LionsShare
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

"LionsShare" არის ქართულ-გერმანული კომპანია მობილური და ვებ აპლიკაციების განვითარების სფეროში. 2013 წლიდან ჩვენ ვმუშაობთ გერმანულენოვან ბაზარზე და ვანვითარებთ სხვადასხვა ტიპის პროექტებს.

კომპანია ეძებს გამოცდილ (მინიმუმ 2 წელი) full stack ვებ დეველოპერს, რომელიც დაგვეხმარება ინოვაციური და კომპლექსური პროექტების დეველოპმენტში.

მდებარეობა: ქ. თბილისი, შესაძლებელია ჰოუმ ოფისი (პანდემიის შემდეგაც)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება და ბენეფიტები: კონკურენტული, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ბონუსები, კორპორატიული დაზღვევა

პასუხისმგებლობა:

** ვებ აპლიკაციების და ვებსაიტების შემუშავება
** მობილური აპლიკაციებისთვის API-ის დეველოპმენტი

პროფესიული მოთხოვნები:

** შემდეგი ვებ ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა: PHP (Laravel Framework), HTML5, CSS3, JavaScript, MySQL, REST API
** სასურველია მუშაობის გამოცდილება შემდეგ ენებსა და ფრეიმვორკებთან: Python და/ან Node.js, React.js, PostgreSQL
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა

პიროვნული მოთხოვნები:

** მაღალი მოტივაცია და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება
** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი
** ცოდნის და კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლებისკენ სწრაფვა

ჩვენი შემოთავაზება:

** საინტერესო და კომპლექსური პროექტები, მრავალფეროვანი დავალებები
** ახალი გამოცდილების შეძენის და ცოდნის გაღრმავების დიდი პოტენციალი
** დიდ მონაცემებთან და მასშტაბირებად არქიტექტურასთან მუშაობა
** პროფესიონალთა გუნდი, მეგობრული გარემო

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი აპლიკაცია და CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@app3null.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "Web Developer Georgian Office".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |